სასამართლოზე ნახავენ ადამიანს, რომელსაც 40 კგ აქვს დაკლებული - ალასანია სააკაშვილზე
გიული ალასანია იმ მიზეზზე საუბრობს, რის გამოც მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს წინაშე წარდგენა მოისურვა. მესამე პრეზიდენტის დედა ამბობს, რომ საზოგადოებას აინტერესებს, როგორ გამოიყურება დღეს პატიმარი პრეზიდენტი.
სუსტად არის, გადასხმა უკეთდება და რა ვიცი, აპირებს იქ წასვლას. მე ძლივს მელაპარაკებოდა და იქ არ ვიცი, როგორ ილაპარაკებს.
ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა სურვილი, რომ ენახათ, როგორ გამოიყურება მიხეილ სააკაშვილი დღეს. ადამიანს, რომელსაც დაკლებული აქვს 40 კგ, რომელიც ფეხზე ვერ დგება, აი, ამას ნახავენ, - თქვა ალასანიამ.
მიხეილ სააკაშვილი დღეს საკუთარ სასამართლო პროცესს დაესწრება. ინფორმაციას "პირველებს" მესამე პრეზიდენტის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე უდასტურებს. მისივე თქმით, გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საამართლოს დარბაზში დღეს ბრალდებულ პრეზიდენტს ეტლით შეიყვანენ.
ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე პროცესი საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზეა ჩანიშნული.