სადღაც რომ დგები, მოგების იმედი ხომ უნდა გქონდეს? - ბაჩო დოლიძე ჭიაბერაშვილს

28.11.22 13:24
სადღაც რომ დგები, მოგების იმედი ხომ უნდა გქონდეს? - ბაჩო დოლიძე ჭიაბერაშვილს

სადღაც რომ დგები, მოგების იმედი ხომ უნდა გქონდეს? - ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანი, ბაჩო დოლიძე, ჯანდაცვის ექს მინისტრს მიმართავს.

ბაჩო დოლიძის თქმით, ზურა ჭიაბერაშვილი საარჩევნო მარათონში "რაღაც ინტერესების" გამო ჩაერთო, ეს არ იყო მისი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება და არ არის გამორიცხული, თუ მეორე ტურის აუცილებლობა იქნება, პარტიაში "რაღაც ძალთა გადაწყობა მოხდეს".

არ მჯერა მე ამ მოცემულობაში დამოუკიდებელი სვლების. ყველაფერი რაღაცნაირად ისეა აწყობილი და დაკავშირებული, რომ ყველაფერი რაღაც საერთო ინტერესების კვეთასთან მიდის.

საუბარი იმაზე, რომ რაღაც ამომრჩევლის სეგმენტაცია მოხდეს და ყველაფერი გაკეთდეს, რომ ეგება, მეორე ტური ჩატარდეს, შესაძლებელია, ეს გათვლა იყოს. 

სადღაც რომ დგები, მოგების იმედი ხომ უნდა გქონდეს? ჩემი პატივისცემის მიუხედავად, ბატონ ზურას გულწრფელად აქვს იმედი, რომ გაიმარჯვებს? მე არ ვიცი, რა ლოგიკაა" - ამბობს ბაჩო დოლიძე. 

ზურა ჭიაბერაშვილი პოლიტიკიდან წელიწადნახევრის წინ წავიდა, ამაზე უფრო ადრე კი ,,ნაციონალური მოძრაობა" დატოვა და არ აპირებდა, საერთოდ ბმა ჰქონოდა მიხეილ სააკაშვილთან.

,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის სურვილი ზურა ჭიაბერაშვილმა გუშინ დაადასტურა.

მსგავსი სიახლეები