მთავრობა მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტებში 70 მლნ ლარს დახარჯავს

28.11.22 14:28
მთავრობა მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტებში 70 მლნ ლარს დახარჯავს

საქართველოს მთავრობა კონცერტებისთვის 70 მილიონს ლარს გამოყოფს - განცხადება მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა. 

მისი თქმით, მთავრობას აქვს გეგმა, მომდევნო 2 წლის განმავლობაში  ქვეყანაში მსოფლიო დონის ვარსკვლავები, შემსრულებლები, არტისტები ჩამოიყვანონ: 

ივნისში, ივლისში, აგვისტოსა და სექტემბრის დასაწყისშიც ქვეყანაში გაიმართება მსოფლიო დონის შემსრულებლების კონცერტები - სტადიონებსა და Black Sea არენაზე. 

ამ მიზნით ჩვენ გამოვყოფთ 70 მილიონ ლარს, ჩვენ გვაქვს ამის შესაბამისი თანხები, მომდევნო 2 წლის განმავლობაში ეს პროექტი დაფინანსდება და, ვფიქრობ, დამატებით მოიზიდავს ტურისტებს და ძალიან საინტერესო პროგრამა გამოგვივა"-  თქვა ღარიბაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები