აშშ ეთანხმება ევროკავშირის რჩევას, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი წარდგენილ იყოს ვენეციის კომისიაში - დეგნანი

28.11.22 14:43
აშშ ეთანხმება ევროკავშირის  რჩევას, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი წარდგენილ იყოს ვენეციის კომისიაში - დეგნანი

აშშ-ც ეთანხმება ევროკავშირის  რჩევას, რომ დეოგარქიზაციის კანონპროექტი უნდა იყოს წარდგენილი  ვენეციის კომისიაში - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩმა განაცხადა.

კელი დეგნანის თქმით, კანონპროექტის წარდგენა იმისთვისაა აუცილებელი, რათა გაირკვეს, რამდენად შეესაბამება ოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ევროკავშირის რეკომენდაციებს, რომელიც ჩვენს ქვეყანას მისცეს.

ევროკავშირის ძალიან მტკიცე რჩევა და რეკომენდაციაა, რომ შემუშავებული კანონპროექტი წარედგინოს ვენეციის კომისიას, რათა გაირკვეს, რამდენად შეესაბამება და პასუხობს ის არსებულ სიტუაციას 12 რეკომენდაციის ფორმატში, ზოგადად, კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ -  არის საკმაოდ კომპლექსური.

ამიტომ   ძალიან მნიშვნელოვანია  რეკომენდაციების მოსმენა, თუ რამდენად შეესაბამება ის კონკრეტულ გარემოს და სიტუაციას და სწორედ ამიტომ, აშშ-ც ეთანხმება ევროკავშირის  რჩევას, რომ დეოგარიქზაციის შესახებ კანონპროექტი უნდა იყოს წარდგენილი ვენეციის კომისიაში - განაცხადა კელი დეგნანმა.

 

მსგავსი სიახლეები