პარლამენტში არ შევალ, იქ არაფერი მესაქმება - ნიკა მელია

27.04.21 21:32
პარლამენტში არ შევალ, იქ არაფერი მესაქმება - ნიკა მელია

იმ პარლამენტში, სადაც მოხდება ყველა მოძალადისა და ჯალათის ამნისტრირება, გამიჭირდება შესვლა!  99,9% მე იქ არ შევალ - ასეთია "ნაციონალური მოძრაობის" დაპატიმრებული თავმჯდომარის გზავნილი რუსთავის ციხიდან. 

მისი თქმით, პარტია მეათე მოწვევის პარლამენტში შესვლის შესახებ თავად მიიღებს გადაწყვეტილებას. 

მე პირადად არ შევალ! დარწმუნებული ვარ, ,,ოცნება" მოძალადეებს გაათავისუფლებს და იმ პარლამენტში რა მესაქმება? - ამბობს ნიკა მელია. 

მისი თქმით, ის მოძალადეების გამათავისუფლებელ პარლამენტში საკუთარ თავს ვერ ხედავს: 

ოლიგარქის ხელში ქვეყანა ეკონომიკურად განადგურებულია, დემოგრაფიულად გადაშენებულია, სამათხოვროდ ხელგაწვდილია, და ახლა, როცა ამნისტია 20 ივნისის მოძალადეებზე თუ უნდა გავრცელდეს,  მორალურად ბოლომდე მორყეული ქვეყანა გავხდებით. ამისი რომ მჯერა, ჩემს თავს პარლამენტში ამიტომ ვერ ვხედავ"- თქვა მელიამ ინგა გრიგოლიასთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში. 
 

 

მსგავსი სიახლეები