რა როლი აქვს ენმ-ში დაწყებულ ამბოხში დავით ტყეშელაშვილს? - რას ამბობენ ნიკა მელიას მოწინააღმდეგეები
რა როლი აქვს ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" დაწყებულ ამბოხში დავით ტყეშელაშვილს? ერთ-ერთი ვერსიით, პარტიის თავმჯდომარეობისთვის ბრძოლაში ამერიკაში მყოფი ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი და მოგვიანებით პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი აპირებს ჩართვას.
"ტვ პირველმა" ინფორმაციის გადამოწმება ყველა მხარესთან სცადა. ,,ნაცმოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელიას მთავარი კონკურენტი მხოლოდ ის არის.
მისივე მტკიცებით, ინფორმაცია, რომ ხაბეიშვილის კანდიდატურა იქნება მოხსნილი, "მდარე, მოგონილი ტყუილია".
პოზიციონერი დავით ტყეშელაშვილთან მეგობრიბას ადასტურებს, მაგრამ ირწმუნება, რომ კეზერაშვილის უახლოესი მეგობარი არ არის დაინტერესებული ნაციონალურ მოძრაობაში მმართველობის შეცვლით.
მე ამ ადამიანს, მის ნიჭს, გონიერებას, პატივს ვცემ, თუმცა, ამ შემთხვევაში უნდა ვთქვათ, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის" არჩევნები არის შიდა პარტიული და არა გარე არჩევნები.
თუმცა, თუ ჭიაბერაშვილს პოლიტსაბჭოში ეყოლება მომხრეები, ვინც მის კანდიდატურას დააყენებს, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ.
ყოველგვარი სპეკულაციები, რომ რაიმე სახით ხაბეიშვილის კანდიდატურა იქნება მოხსნილი, არის მდარე, მოგონილი ტყუილი.
შეგახსენებთ, რომ დათო ტყეშელაშვილი არის ამერიკის მოქალაქე. ის არ არის საქართველოს მოქალაქე და მე მასთან ვმეგობრობ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.