ეს ყველაფერი ძალიან მძიმე სანახავია, სააკაშვილს გაუარესებული მდგომარეობა, ვიზუალურად ეტყობა - ლომჯარია
"ვითარება, ნამდვილად გაუარესებულია, ეს ყველაფერი ძალიან მძიმე სანახავია" - ამ განწყობით დატოვა "ვივა მედი" სახალხო დამცველმა.
ლომჯარია სააკაშვილი მონახულების შემდეგ ამბობს, რომ მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია.
ომბუდსმენი არ მალავს, რომ "მიხეილ სააკაშვილს გაუარესებული მდგომარეობა, ვიზუალურად ეტყობა".
ომბუდსმენი, არ მალავს, რომ პალატაში 10 წუთზე მეტხანს ვერ გაჩერდა, რადგან მესამე პრეზიდენტს საუბარი უჭირს.
მიხეილ სააკაშვილს 10 წუთის განმავლობაში ვესაუბრე, იმიტომ რომ უფრო დიდხანს, მას უჭირს საუბარი. მე მახსოვს, როგორი იყო ის შარშან, იანვარში, გორის ჰოსპიტალში. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა რომ გაუარესებულია, ვიზუალურად ეტყობა. წონა მკვეთრად დაკარგული აქვს. როგორც ექიმებმა დამიდასტურეს, სულ წევს, ფეხზე არ დგება და არ ჯდება. როგორც ექიმებმა მითხრეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის უკუსვლა ოქტომბრიდან აქვს. ექიმი ამას უკავშირებს შემთხვევას, როცა მოსამართლე და პროკურორი შევიდა სააკაშვილთან. ამის შემდეგ ემოციურ ფონზე ვითარება დამძიმდა"- თქვა ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველის თქმით, ის რომ მიხეილ სააკაშვილი ციდადაა "ვივა მედის" ექიმებიც ადასტურებენ.
„ვივამედის“ ექმები ამბობენ, რომ არ არის ჯანმრთელი და ასევე, ბოლო თვენახევრის განმავლობაში მდგომარეობა გართულებულია"- დასძინა მან.
ამასთან, სახალხო დამცველის თქმით, სასამართლოში შუამდგომლობის დაყენება ექსპერტიზის დასკვნაზე იქნება დამოკიდებული.