კლინიკა სააკაშვილის ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებლობას არ იღებს - დეკანოიძე
მკურნალმა ექიმმა მითხრა, რომ რეანომობილითაც არ არის შესაძლებელი გადაყვანა, არც ექიმების ბრიგადის თანდასწრებით, რადგან მისი ჯანმრთელობა ვერ გაუძლებს - ამის შესახებ კლინიკა ,,ვივა მედიდან" გამოსულმა ,,ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ, განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი წონაში საგრძნობლადაა დაკლებული, აქვს ხელისა და თვალის ტრემორი, თუმცა, ამის მიუხედავად, ის გამოთქვამდა სურვილს, გადაეყვანათ სასამართლო პროცესზე, თუმცა ხელისუფლებამ ეს ვერ გარისკა, რადგან შეეშინდა, რეალობა საზოგადოებას საკუტარი თვალით არ ენახა.
ვესაუბრე ექიმებს, რომლებმაც მითხრეს, რომ არ შეიძლება მისი გადაყვანა. ვერ აიღებენ პასუხისმგებლობას. როგორც მე მკურნალმა ექიმმა მითხრა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე.
პირველ რიგში კლინიკაში თქვეს, რომ იღებენ პასუხისმგებლობას, რომ საავადმყოფოდან სასამართლომდე კიდევ არ დამძიმდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ეს თქვა პირდაპირ მისმა მკურნალმა ექიმმა, რომ არ დასრულდეს მძიმე შედეგით ეს გადაყვანა. ასევე, ვერ იღებენ პასუხისმგებლობას, რომ სასამართლოში ის გაუძლებს ამ გადაყვანას და მოძრაობას მანქანაში.
ისიც თქვეს, რომ რეანომობილითაც არ არის შესაძლებელი გადაყვანა, არც ექიმების ბრიგადის თანდასწრებით. მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა ამ ეტაპზე წარმოუდგენელია, რადგან მისი ჯანმრთელობა ვერ გაუძლებს.
მისი კურნალი ექიმიც ამბობს, რომ სააკაშვილის ნევროლოგიური დასკვნაც ძალიან მძიმეა. ის, რომ ხელისი ტრემორი აქვს გაცილებით უფრო გაძლიერებული, მე რაც ვნახე, წონაშია დაკლებული, თვალის ტრემორი აქვს, არ ჰქონდა აქამდე და ახლა აქვს.
ხელისუფლებას არ უნდა, დარწმუნებული ვარ ამაში, ნახოს მთელმა საერთაშორისო და ჩვენმა საზოგადოებამ, რა კონდიციაშია მიხეილ სააკაშვილი. - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მიხეილ სააკაშვილმა გამოთქვა სურვილი, რომ დასწრებოდა დღეს გამართულ სასამართლო პროცესს. თუმცა, ექიმებმა ამის უფლება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ მისცეს.