სააკაშვილის გამოჩენის შემთხვევაში საზოგადოება მიხვდებოდა, რომ საქმე ფაშისტურ რეჟიმთან გვაქვს - ხაბეიშვილი

28.11.22 15:44
სააკაშვილის გამოჩენის შემთხვევაში საზოგადოება მიხვდებოდა, რომ საქმე ფაშისტურ რეჟიმთან გვაქვს - ხაბეიშვილი

სააკაშვილის გაომჩენის შემთხვევაში საზოგადოება მიხვდებოდა, რომ საქმე ფაშისტურ რეჟიმთან გვაქვს, - ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში მისულმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ მესამე პრეზიდენტის გასათავისუფლებად და გადასარჩენად  სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების მობილიზაციაა საჭირო. 

ვიზუალურადაც კი იმდენად მძიმედ გამოიყურება, რომ 2 კილომეტრში უჭირთ მოყვანა და თუ ეს ასე არ არის, მათ ხომ შეეძლოთ, რომ უბრალოდ მოეყვანათ დღეს, მაგრამ როგორც კი ვიზუალურად ანახებენ პრეზიდენტ სააკაშვილს, მაშინვე საზოგადოება მიხვდება, როგორ ფაშისტურ რეჟიმთან გვაქვს საქმე. სხვა შემთხვევაში, ამ ადამიანის მოყვანა დღეს აქ მოხერხდებოდა, მაგრამ იმიტომ, რომ უმძიმესი მდგომარეობა აქვთ, იმიტომ, რომ მათ შორის, ჩვენ ვხედავთ ევროპულ რეზოლუციებს ჩვენი დასავლელი ცივილიზებული ქვეყნებიდან მოდის სიგნალები, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანა უნდა მოხდეს, პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლება უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ყველაფერი არ აინტერესებს „ქართულ ოცნებას“. ამიტომ მნიშვნელოვანია, პოლიტიკური პარტიები კი არა მხოლოდ, სამოქალაქო საზოგადოება, რიგითი მოქალაქეების გაერთიანდნენ მარტივი ამოცანისთვის,რ ომ პრეზიდენტი სააკაშვილი არ მოკვდეს ციხეში. ეს არის ღირსების საკითხი. როცა ვლაპარაკობთ, რომ ევროპული ოჯახის წევრები გვინდა ვიყოთ, არავინ მიგვიღებს ახლა, პრეზიდენტს რომ წამებით კლავ. მე ვფიქრობ, რომ მობილიზებაა მნიშვნელოვანი საზოგადოების, სამოქალაქო საზოაგდოების, პოლიტიკური პარტიების და კონსესუსი თემაზე, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანა მოხდეს მესამე ქვეყანაში, - თქვა ხაბეიშვილმა. 

მიხეილ სააკაშვილი დღეს საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრებას გეგმავდა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის მოტივით, ექსპრეზიდენტის ტრანსპორტირების ნებართვა არ გაიცა.   

მსგავსი სიახლეები