რატომ არ გაუშვეს მიხეილ საკაშვილი სასამართლოში - კლინიკის პირველი კომენტარი

28.11.22 15:58
რატომ არ გაუშვეს მიხეილ საკაშვილი სასამართლოში - კლინიკის პირველი კომენტარი

რატომ არ გაუშვა "ვივამედმა" საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასამართლო პროცესზე? - კლინიკის დირექტორი, "ტვ პირველთან" აღიარებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

ტრანსპორტირებაზე თანხმობა არც მანამდე მიგვიცია და რომ სასამართლოს გასვლითი  ფორმა ჰქონოდა. პარასკევს ნევროლოგის კონსულტაცია ჩატარდა. რომელმაც უარყოფითი დინამიკა აჩვენა. დაინიშნა შესაბამისი კვლევები, რომელიც დღეს და ხვალ ჩატარდება. განისაზღვრება შემდგიმი მკურნალობის ტაქტიკა.

გადაყვანას რაც შეეხება, არცერთ შემთხვევაში, მისი აქ ყოფნის არცერთ ეტაპზე ჩვენ მისი ტრანსპორტირების ნებართვა არ გაგვიცია"- თქვა მან. 

ცნობისთვის, "საზღვრის კვეთაზე" სასამართლო თარიღის განსაზღვრის გარეშე გადაიდო. სურვილის მიხედვით, პროცესს მიხეილ სააკაშვილი ვერ დაესწრო. 

"ვივა მედის" ექიმებმა მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირების რეკომენდაცია არ გასცეს.

მესამე პრეზიდენტის თანამებრძოლების ინფორმაციით, ექიმებმა მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის შესაძლო გაუარესებაზე პასუხისმგებლობა ვერ აიღეს. 


 

მსგავსი სიახლეები