სააკაშვილის მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ 3 კმ მანძილზე ტრანსპორტირებაც კი ვერ მოხერხდა - ადვოკატი

28.11.22 15:53
სააკაშვილის მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ 3 კმ მანძილზე ტრანსპორტირებაც კი ვერ მოხერხდა - ადვოკატი

მესამე პრეზიდენტის ადვოკატის თქმით, ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს სასამართლო პროცესზე არ მიიყვანეს, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. 

დიმიტრი საძაგლიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში მკურნალობა შეუძლებელია, რადგან კლინიკა "ვივა-მედში" პაციენტი მკურნალობას მაისის თვდან გადის, თუმცა მისი მდგომარეობა უარესდება. 

ჩვენთვის მოულოდნელად მოსამართლემ წარადგინა კლინიკა „ვივა-მედის“ მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილის ტრასნპორტირება სასამართლოში კლინიკამ არ მიიჩნია მიზანშეწონილად. ცოტა კითხვის ნიშნებს აჩენს ის გარემოება, რომ სასამართლომ განსხვავებული მიდგომა აირჩია დღეს და არარ იყო მოწადინებული მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით სასამართლო პროცესის ჩატარებაზე, ეს ერთი. არ ვიცი ამის მიზეზი რა არის, მაგრამ მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივა-მედში“ მკურნალობის მიზნით იმყოფება მაისის შემდეგ და ამ ხნის განმავლობაში არათუ არ გაუმჯობესდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, არამედ იმ კონდიციამდე გაუარესდა, რომ დაახლოებით 3 კილომეტრის მანძილზე ტრანსპორტირებაც კი არ არის შესაძლებელი. ეს ადასტურებს ერთადერთ რამეს, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების, რომელთა გასმოწორება და რომელთა მკურნალობას არა მხოლოდ კლინიკა „ვივა-მედში“,ს არამედ სხვა სამეიდიცნო დაწესებულებებშიც არის შეუძლებელი და ამ საკითხთან დაკავშირებით აუცილებალდ დროზე უნდა იქნეს გადაწყვეტილება მიღებული, რათა თავიდან ავიცილოთ კატასტროფული შედეგები, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა. 

მიხეილ სააკაშვილი დღეს საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრებას გეგმავდა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის მოტივით, ექსპრეზიდენტის ტრანსპორტირების ნებართვა არ გაიცა.   

მსგავსი სიახლეები