დაამტკიცებენ თუ არა დეოლიგარქიზაციის კანონს ვენეციის კომისიის გარეშე? - რას გეგმავს ,,ოცნება"

28.11.22 17:52
დაამტკიცებენ თუ არა დეოლიგარქიზაციის კანონს ვენეციის კომისიის გარეშე? - რას გეგმავს ,,ოცნება"

დააამტკიცებს თუ არა ,,ქართული ოცნების" უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს ვენეციის კომისიის გვერდის ავლით? - აღნიშნულ საკითხზე დღეს მმართველი გუნდი საგანგებო სხდომაზე იმსჯელებს, რომელიც 18 საათზე დაიწყება. 

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე აზრს ვერ ხედავს კანონპროექტის ვენეციის კომისიისთვის გადაგზავნაში. ანრი ოხანაშვილი განმარტავს, რომ თუ უკრაინის კანონპროექტს ვენეციის კომისია დადებით შეფასებას მისცემს, მაშინ ეს დატვირთვა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იურიდიულ დოკუმენტსაც უნდა შეეხოს, რომელიც პირდაპირ კოპირებულია უკრაინულისგან.

პრინციპული წინააღმდეგობა, გაიგზავნოს-არ გაიგზავნოს, არ არის. უბრალოდ, არის მარტივი ლოგიკა. თუ უკრაინა მიიღებს დასკვნას, ჩვენ ერთ-ერთში ეს კანონი გადმოგვაქვს და იმ დასკვნის ვალიდურობა იქნება და დატვირთვა იგივე, რომ გაგვეგზავნა ვენეციის კომისიაში. - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. 

 ევროკავშირმა ზუსტად ერთი კვირის წინ ღარიბაშვილის ხელისუფლებას დაუკონკონკრეტა, რომ კანონის მიღებამდე ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდოს და  რეკომენდაციები შეასრულოს - რადგან ევროპა არაა იმის მომხრე, რომ საქართველოში კანონები მხოლოდ ფორმალურად მიიღონ.

მსგავსი სიახლეები