არაფორმალური მმართველობის შესაძლებლობას პარტიაში არავის მივცემ - ნიკა მელია

28.11.22 17:32
არაფორმალური მმართველობის შესაძლებლობას პარტიაში არავის მივცემ - ნიკა მელია

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე აცხადებს, რომ არ დაუშვებს პარტიაში არაფორმალურ  მმართველობას. ყველაზე დიდი ოპოზიციური გაერთიანების ლიდერმა მოუწოდა კულისებში მყოფ პირებს, გამოვიდნენ და საჯაროდ ჩაერთონ პოლიტიკაში, თუ ამის სურვილი გააჩნიათ.

როგორც ქვეყანაში უნდა იყოს აღმოფხვრილი არაფორმალური მმართველობა, ასევე ნებისმიერ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიაში დაუშვებელია, ვინმეს ჰქონდეს სურვილი, ან შესაძლებლობა, რომ თავს მოახვიოს საკუთარი არაფორმალური ჩრდილოვანი მმართველობა. განსაკუთრებით ,,ნაციონალურ მოძრაობაში".

ერთია, ჰქონდეთ სურვილი და მეორე, ეს სურვილი შესაძლებლობად აქციონ. ამის შესაძლებლობა მე არავისთვის მიმიცია და არც მომავალში მივცემ - განაცხადა ნიკა მელიამ. 

მსგავსი სიახლეები