დააორგანიზეთ, მიშას გათავისუფლების მოთხოვნით აქციები, ჩავერთვები და დროებით შევწყვეტ საარჩევნო კამპანიას - მუმლაძე ენმ-ს

28.11.22 18:06
დააორგანიზეთ, მიშას გათავისუფლების მოთხოვნით აქციები, ჩავერთვები და დროებით შევწყვეტ საარჩევნო კამპანიას - მუმლაძე ენმ-ს

"მივმართავ ერთიანი ნაციონალური მოძრაობას საკუთარი დიდი რესურსის გათვალისწინებით, დააორგანიზოს, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში მოყვანის და თავისუფლების მოთხოვნით, ქუჩის აქტიური საპროტესტო კამპანია!" - ამის შესახებ ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. 

მისი თქმით, დღეს, სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის არ მოყვანა ადასტურებს, რომ ის არის უმძიმეს მდგომარეობაში. 

მუმლაძის განცხადებით, "ამიტომ რუსული რეჟიმი უმალავს საზოგადოებას მომაკვდავ პრეზიდენტს. 

 
"მივმართავ ერთიანი ნაციონალური მოძრაობას საკუთარი დიდი რესურსის გათვალისწინებით, დააორგანიზოს, მიშას სასამართლოში მოყვანის და თავისუფლების მოთხოვნით, ქუჩის აქტიური საპროტესტო კამპანია!

რაშიც ჩავერთვები ბოლომდე და დროებით შევწყვეტ ჩემს საარჩევნო კამპანიას!
მხარდამჭერებთან ერთად კი, ვიქნები ამ პროტესტის და ბრძოლის ავანგარდში!
ახლა, ამ მომენტისთვის, ნებისმიერ შიდაპარტიულ პროცესზე და პიროვნულ ურთიერთობაზე მაღლა, დგას ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიცოცხლისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლის საკითხი!- წერს მუმლაძე. 

მსგავსი სიახლეები