მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში არ მიიყვანეს - ივანიშვილის პირად მძევალს "ოცნება" მალავს

28.11.22 18:25
მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში არ მიიყვანეს -  ივანიშვილის პირად მძევალს "ოცნება" მალავს

მიხეილ სააკაშვილი გადამალეს. მესამე პრეზიდენტის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო "ქართულმა ოცნებამ" მისი სასამართლო პროცესზე  მიყვანა ვერ გაბედა. ადვოკატების და პოლიტიკური თანაგუნდელების შეფასებით, ამით ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, აღიარა, რომ პატიმარი პრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკულია და მისი საზოგადოებისთვის ჩვენება მათ პოლიტიკურ ინტერესში არ შედის.  


პრეზიდენტის სურვილის მიუხედავად, პროცესზე გამოცხადებულიყო, "ვივა-მედის" ექიმებმა კლინიკიდან სასამართლომდე, დაახლოებით სამი  კილომეტრის ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებლობა არ აიღეს.   მედიკოსებმა სააკაშვილის  მეგობრებს უთხრეს, რომ მისი ჯანმრთელობა ამას ვერ გაუძლებდა.  

პოზიცია შეცვალა კლინიკის დირექტორმა.   ნინო ნადირაძემ "პირველებს" დღეს უთხრა, რომ  პრეზიდენტის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და დაუშვებელია მისი დასწრება სასამართლო სხდომაზე.  

სააკაშვილი   ფეხზე საერთოდ  ვეღარ დგება. ის ძირითადად სულ წევს. ქვეყნის სახალხო დამცველი კი "ვივა-მედის" პალატაში ნანახით გაოგნებულია.

უფრო მეტი ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები