მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, შეუერთდნენ შეთანხმებას - ევროკავშირის განცხადება

27.04.21 23:31
მოვუწოდებთ პარლამენტის  წევრებს, შეუერთდნენ შეთანხმებას - ევროკავშირის განცხადება

"ოცნებასა" და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანმხებასთან დაკავშირებით ევროკავშირი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ევროკავშირი მიესალმება პოლიტიკური ლიდერების გადაწყვეტილებას, შეთანხმების პუქნტების შესრულების დაწყებასთან დაკავშირებით.

გულმხურვალედ მივესალმებით ქართველი პოლიტიკური ლიდერების დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომლებიც 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების შესაბამისად მოქმედებენ. დღეს, შეთანხმების ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები, საქართველოს მოქალაქეების სახელით, პარლამენტში შევიდნენ.  ერთად, მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა აირჩიეს ახალი სპიკერი და ამზადებენ კანონპროექტს პოლიტიზებული მართლმსაჯულების აღქმის მოსაგვარებლად. შეთანხმების მხარდასაჭერად, საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენა.

ეს იყო რთული გადაწყვეტილებები, რაც პოლიტიკურ სიმამაცეს მოითხოვდა. ველოდებით წინგადადგმულ ნაბიჯებს შეთანხმების აღსრულებისთვის, შეთანხმებული ვადების შესაბამისად, იმისთვის, რომ განვითარდეს დემოკრატია და კანონის უზენაესობა საქართველოში",  - აღნიშნულია განცხადებაში.

ევროკავშირი ოპოზიციის დეპუტატებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს პარლამენტში შესვლისკენ.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარლამენტის არჩეულ წევრებს, შეუერთდნენ შეთანხმებას და წვლილი შეიტანონ  მის განხორციელებაში საქართველოსა და მისი მოქალაქეების, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისათვის, - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში

მსგავსი სიახლეები