3 დეკემბერი, 15:00 საათი - ლევან ხაბეიშვლი მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით ოცნების ოფისთან აქციას გამართავს

29.11.22 00:28
3 დეკემბერი, 15:00 საათი - ლევან ხაბეიშვლი მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით ოცნების ოფისთან აქციას გამართავს

სასაგანგებო ბრიფინგი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" - პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის თქმით,  შაბათს, 3 დეკემბერს, 15:00 საათზე ქართული ოცნების ოფისთან პარტიის მხარდამჭერებთან ერთად აქციას გამართავს.

"აღარცერთი წუთი არ გვაქვს დასაკარგი და აღარცერთი დღე არ გვაქვს გადასადები" - თქვა ლევან ხაბეიშვილმა და იქვე დასძინა, რომ მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა და მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უზრუნველყოფაა. 

ხვალიდან გავდივარ რეგიონებში, არა მხოლოდ შაბათი დღისთვის, არამედ გენერალური ბრძოლის მობილიზებისთვის რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ. ჩვენ ოთახიდან, კაბინეტებიდან უმოძრაოდ, უმოქმედოდ რუს ოლიგარქს ვერ დავამარცხებთ. არც ხელები არ უნდა ჩამოვუშვათ, არც ნიჰილიზმში არ უნდა ჩავვარდეთ, არც ერთამენთს არ უნდა დავაბრალოთ რამე. მეტიც, ხელები უნდა ჩავკიდოთ ერთმანეთს და ვიბრძოლოთ. მხოლოდ ბრძოლით შეიძლება გამოვიხსნათ მესამე პრეზიდენტიც და ჩვენი ქვეყანაც რუსული კლანჭებიდან. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 3 დეკემბერს კიდევ ერთხელ შევახსენოთ ქართულ ოცნებას, რომ ჩვენ არ ვაპირებთ დანებებას, არ ვაპირებთ, რომ ვიყოთ უიმედობაში, არ ვაპირებთ, რომ ჩავვარდეთ სასოწარკვეთილებაში, და მეტიც, კარგად უნდა იცოდეს რუსმა ოლიგარქმა:  ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას, ბრძოლას და ბრძლას გამარჯვებამდე".- ამბობს ლევან ხაბეიშვილი.  

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში არ გაშვების საკითხს, ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატის თქმით, დღეს დამალეს მიხეილ სააკაშვილი და არ აჩვენეს საზოგადოებას, თუ როგორ გამოიყურება ის ვიზუალურად.

საზოგადოება ამას კარგად ხვდება, ამას აქვს მარტივი მიზეზები და ახსნები,  როგორც კი საზოგადოება დაინახავს პრეზიდენტს სააკაშვილის მდგომარეობას, მაშინვე, ცხადია, ყველას დარჩება შთაბეჭდილება ობიექტური, რომ დღეს ქვეყანას მართავს ფაშისტური რეჟიმი"- დასძინა მან. 

 

 

მსგავსი სიახლეები