,,ოცნება" ცდილობს, ანტიკორუფციული სამსახური ოპოზიციის წინააღმდეგ გამოიყენოს - პაატა მანჯგალაძე

29.11.22 12:31
,,ოცნება" ცდილობს, ანტიკორუფციული სამსახური ოპოზიციის წინააღმდეგ გამოიყენოს - პაატა მანჯგალაძე

"ქართული ოცნება"  ანტიკორუფციულ სააგენტოს ქმნის, თუმცა ამ უწყებას  კორუფციასთან ბრძოლის ფუნქცია არ ექნება.  მმართველმა გუნდმა ბიუროს შექმნის  გადაწყვეტილება ევროკავშირის რეკომენდაციების გამო მიიღო, თუმცა ეს სამსახური  ფორმალური იქნება, მას არც  საგამოძიებო ფუნქცია ექნება, ხელმძვანელს კი ერთპიროვნულად პრემიერი ღარიბაშვილი დანიშნავს.

ანტიკორუფციულ სამსახურს უნდა გამოეძია ქვეყანაში არსებული ელიტური კორუფციის საქმეები, მაგრამ მას აღნიშნული ფუნქცია არ ექნება და მხოლოდ შეისწავლის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მდგომარეობას, ასევე, განახორციელებს თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგს. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ აღნიშნული 2 ფუნქციის მინიჭებით ანტიკორუფციული სამსახურს ექნება დამატებითი მექანიზმები ხელისუფლების ოპონენტთა საწინააღმდეგოდ. 

ცნობილია, რომ ოპოზიცია კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს. დეპუტატები ამბობენ რომ ბიუროს შექმნა ფორმალურია.

ღარიბაშვილი ნიშნავს ხელმძღვანელს, სამსახურს არ აქვს საგამოძიებო ფუნქციები იმ ფორმით, რაც საჭიროა კორუფციასთან საბრძოლველად. ამის ნაცვლად დაიწყებს აუდიტის სამსახურის ნაცვლად პარტიების ფინანსური მონიტორინგს. 

ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს და არაა პრობლემა, ვინ გააკეთებს ფინანსურ მონიტორინგს ჩვენს პარტიაში, მაგრამ საქმე იმაშია, რომ უკუღმა ესმით ამათ ყველაფერი. 

ახლა ,,ოცნება" ცდილობს, რომ ეს რეკომენდაცია, რომელიც იყო ხელისუფლების ელიტური კორუფციის წინააღმდეგ მიმართული, გამოიყენონ პოლიტიკური პარტიებისა და ოპოზიციონერების წინააღმდეგ.

თუ გამოიტანდნენ ოპოზიციის მიერ ინიცირებულ ანტიკორუფციულ კანონპროექტს, მიხვდებოდნენ, რომ ნამდვილად ევროპულია ეს კანონი - განაცხადა ,,სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ.

მსგავსი სიახლეები