ჩვენი უმოქმედობით არ უნდა გავხდეთ მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის თანამონაწილეები - ირაკლი ნადირაძე
ჩვენი უმოქმედობით არ უნდა გავხდეთ მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის თანამონაწილეები, - ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილის თანამოაზრემ ირაკლი ნადირაძემ განაცხადა. მისი თქმით, მესამე პრეზიდენტის გადასარჩენად შაბათს დაანოსნებული აქცია მხოლოდ პროტესტის დასაწყისია.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უმძიმესი. ფაქტობრივად, ხელისუფლებამ რანმდენიმე კილომეტრის ტრანსპორტირებაზეც კი ვერ აიღო პასუხისმგებლობა. ჩვენი უმოქმედობით, ჩვენი პასიურობით არ უნდა გავხდეთ ამ მკვლელობის თანამონაწილეები, ამიტომ შაბათს, 3 დეკემბერს, 15:00 საათზე ყველანი შევიკრიბებით. ეს არ იქნება, რა თქმა უნდა, ერთჯერადი აქცია, ეს იქნება მხოლოდ დასაწყისი. ვიცი, რომ მიზანი გვაქვს ყვეალს ერთი, ეს არის მიხეილ სააკაშვილის რაც შეიძლება გადაყვანას სამკურნალოდ, - ამბობს ნადირაძე.