მძიმე სურათია.. სასჯელის გადავადების მოთხოვნით სასამართლოს ამ კვირაში მივმართავთ - სააკაშვილის ადვოკატი

29.11.22 11:21
მძიმე სურათია.. სასჯელის გადავადების მოთხოვნით სასამართლოს ამ კვირაში მივმართავთ - სააკაშვილის ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების მოთხოვნით ადვოკატები სასამართლოს შუამდგომლობით ამ კვირაშ მიმართავენ. შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა უმძიმესია, ამიტომ პროცესები უსწრაფესად უნდა წარიმართოს.

ამასთან, ადვოკატი მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელებს მოუწოდებს, მორატორიუმი გამოაცხადონ, რადგან პოლიტიკური დაძაბულობა აღნიშნულ პროცესს ვერ წაარდგება. 

უახლოეს დღეებში უკვე შევა, ამ დღეებში ყოველ შემთხვევაში, შუამდგომლობა სასამართლოში. უცბად დამძიმდა კიდევ და იქ რაღაც დახმარებაც დასჭირდა. მძიმე სურათია და ამიტომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდება ეს პროცესი. სააკაშილის საქმე არ გვინდა განხილული იქნეს პოლიტიკურ ჭრილში. პოლიტიკოსებს ვთხოვ, მორატორიუმი გამოაცხადონ გარკვეული პერიოდი, სანამ განიხილება სააკაშვილის შუამდგომლობა მის სასჯელის გადავადების დაკავსირებით. პოლიტიკური დაძაბულობის ფონი ამ ეტაპზე არ მგონია, რომ მთლად კარგი და დადებითი იყოს, - ამბოსბ ხაჭაპურიძე. 

მსგავსი სიახლეები