"სააკაშვილის თავისუფლების საკითხი ყველაზე მაღლა დგას" - გიორგი მუმლაძე ხაბეიშვილის დაანონსებულ აქციას შეურთდება
ენმ-ს თავმდჯომარეობის კანდიდატი გიორგი მუმლაძე შაბათს ლევან ხაბეიშვილის დაანონსებულ აქციას შეურთდეს. საუბარია მიხეილ სააკაშვილის მხარდამწერ აქციაზე, რომელიც 3 დეკემბერს "ქართული ოცნების" ოფისთან გაიმართება.
მუმლაძის თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის და გათავისუფლებსი საკითხი პარტიული არჩევნებზე და პიროვნულ ურთიერთობებზე მაღლა დგას.
მე, რა თქმა უნდა, ჩემს მგობრებთან ერთად შევუერთდები „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციას. არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციას, არამედ ნებისმიერ აქტივობას შევუერთდები და უშუალოდ მივიღებ მონაწილეობას ნებისმიერ აქტივობაში, ვინადაინ მგონია, რომ ქუჩის პროცესს ალტერნატივა არ აქვს ამ ეტაპისთვის. შიდა პარტიულ არჩევნებზე და პიროვნულ ურთიერთობებზე მაღლა დგას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და თავისუფლების საკითხი. ამიტომ მე ხაზს ვუსვამ, თუ იქნება პროტესტი აქტიური, მთლიანად გადავერთვები ამ პროცესზე. ეს ადამიანი თუ მოკვდება, მოკვდება ქვეყნის დასავლური მომავალიც, - ამბობს გიორგი მუმლაძე.