უფლება მაქვს, ჩემი მანქანის აფეთქება პირდაპირ დავუკავშირო პოლიტიკურ შეკვეთას - გია ხარჩილავა

29.11.22 12:05
უფლება მაქვს, ჩემი მანქანის აფეთქება პირდაპირ დავუკავშირო პოლიტიკურ შეკვეთას - გია ხარჩილავა

ვინ ააფეთქა წალენჯიხის მერის ავტომობილი? ამ დროისთვის შსს დამნაშავის დაკავებას ვერ ახერხებს. დღეს გია ხარჩილავამ ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, საიდანაც ირკვევა, რომ ავტომობილს ცეცხლი განზრახ წაუკიდეს. განცხადება ხარჩილავამ ახლახანს გააკეთა.

მთავარი თემა იყო გასარკვევი, რამ გამოიწვია ავტომანქანის დაწვა. ექსპერტიზის მიერ დადგენილია, რომ ეს არის ადამიანის მიერ გაჩენილი ცეცხლი. 

,,ქართული ოცნება" მიჩვეულია პოზიციების ცვლილებას, ფულით პოზიციებისა და პრინციპების ყიდვას. 

მინდა, ხელისუფლებას ვუთხრა, არიან ადამიანები, არიან იდეალისტები, რომლებიც პოზიციას არ იცვლიან. 

პირდაპირ უფლება მაქვს, ეს შემთხვევა დავაკავშირო პოლიტიკურ შეკვეთას. - განაცხადა გია ხარჩილავამ.

12 ოქტომბერს, გვიან ღამით, წალენჯიხის მერის მანქანა აფეთქდა. ავტომობილი, რომელიც წალენჯიხაში გია ხარჩილავას სახლის წინ იდგა, სრულად დაიწვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის  კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

 

მსგავსი სიახლეები