უფრო და უფრო სუსტადაა, 2 თვის წინ ფეხზე იდგა, ახლა წევს - მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე

29.11.22 13:16
უფრო და უფრო სუსტადაა,  2 თვის წინ ფეხზე იდგა, ახლა წევს - მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე

მეუფე ნიკოლოზი ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას სთხოვს. ახალქალაქისა და კუმურდოს ეპისკოპოსმა  ექსპრეზიდენტთან შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაასრულა.

მეუფე ნიკოლოზი პირდაპირ ამბობს, რომ სააკაშვილი კრიტიკულ მდოგმარეობაშია და ის გადასარჩენია.

მისი თქმით, ის რეგულარულად აწვდის პატრიარქს ყოფილი პრეზიდენტის შესახებ ინფორმაციას. 

უფრო და უფრო სუსტადაა, დაახლოებით 2 თვის წინ ფეხზე იდგა. ახლა წევს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ საზღვარგარეთ, სამკურნალოდ გადაიყვანენ. მე პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ვარ აქ. ნაკლებად ვსაუბრობ და ბევრი ვიმოქმედო"- თქვა სასულიერო პირმა. 

მსგავსი სიახლეები