ოლიგარქი, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი - ევროპარლამენტი დღეს
ოლიგარქი, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი - ევროპარლამენტში რამდენიმე საათში, საჯარო დისკუსია გაიმართება. ღონისძიება თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
ღონისძიებას ევროპარლამენტარი, ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის წევრი, ანა ფოტიგა უმასპინძლებს. მასში კი მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი, პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორი და პოლიტიკური მიმომხილველი, თორნიკე გორდაძე, უკრაინის რადას დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო და უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი.