სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია, არ მინდა, ქვეყანა პოლიტიკური შურისძიების მორევში ჩაიძიროს - ხატია დეკანოიძე

29.11.22 13:29
სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია, არ მინდა, ქვეყანა პოლიტიკური შურისძიების მორევში ჩაიძიროს - ხატია დეკანოიძე

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა პარლამენტში მთავარი განხილვის თემა იყო.

საქართველო დაკარგავს მესამე პრეზიდენტს  - ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ აღნიშნული განცხადება სხდომათა დარბაზში გააკეთა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს პირდაპირ უთხრა, რომ ექსპრეზიდენტის სიცოცხლე საფრთხეშია.

მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება ,,ვივა მედიდან" სასამართლომდე არის შეუძლებელი. ვერ იღებს პასუხისმგებლობას თვითონ ჰოსპიტალი, სამედიცინო დაწესებულება, რომ სააკაშვილს ამ მცირე მონაკვეთში ლეტალური შედეგი არ დაუდგება. ამ ადამიანმა დაკარგა 40 კილოგრამი თვითონ კლინიკაში, აღენიშნება ყველა კიდურის ტრემორი. ეს ადამიანი არის სიკვდილის პირას. 

მე არ მინდა, ჩემი ქვეყანა საბოლოოდ ჩაიძიროს პოლიტიკური შურისძიების მორევში. - თქვა ხატია დეკანოიძემ

 საქართველოს მესამე პრეზიდენტი გუშინ აპირებდა, მის სასამართლო პროცესს დასწრებოდა, მაგრამ კლინიკა ,,ვივა მედის" ადმინისტრაციამ ამის უფლება არ მისცა, რადგან პასუხისმგებლობას ვერ იღებდა შესაძლო ლეტალურ შედეგზე. 

მსგავსი სიახლეები