კარგად რომ იყოს, რასაკვირველია, საავადმყოფოში არ იქნებოდა - ვოლსკი სააკაშვილზე
მიხეილ სააკაშვილი კარგად რომ იყოს, საავადმყოფოში არ იქნებოდა - შესაბამისი განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ გააკეთა.
კარგად რომ იყოს რასაკვირველია, საავადმყოფოში არ იქნებოდა. არაერთი განცხადება გაკეთდა ამასთან დაკავშირებით. ხან მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ თურმე, სუნიც აუვიდა ისეთ მდგომარეობაშია. უამრავი განცხადება მოვისმინე და როგორც კი სასამართლოში გადაყვანის საკითხი დადგა, თითქოს არაფერი არ არსებობს, ის თურმე სასამართლოში უნდა იყოს მიყვანილი. შეუსაბამობა იმდენად დიდია, იმდენად უტიფარია, რომ სხვა თუ არა, პოლიტიკური სპეკულაცია, ამას არაფერი არ შეიძლება დავარქვათ", - განაცხადა ვოლსკიმ.