ტიმოშენკო ციხიდან ეტლით გამოვიდა და მეორე დღეს წამოხტა, ხომ არ გვაქვს ასეთივე სიმულაციასთან საქმე - კობახიძე სააკაშვილზე
სააკაშვილი არის თქვენი ბოლო იმედი, რომ ეს ქვეყანა არიოთ, ამიტომ ცდილობთ დანამუსებას ასეთი თემაზე - პარტია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ საპარლამენტო ტრიბუნიდან ოპოზიცია საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით სიმულაციაში დაადანაშაულა.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, სიმულაციის მაგალითი იყო მიხეილ სააკაშვილის მეგობრის, იულია ტიმოშენკოს, ქცევა, როცა საპატიმროდან ინვალიდის სავარძლით გამოვიდა და მეორე დღეს ეტლიდან ,,წამოხტა".
გვესაუბრებიან სპეკულაციურად და ცდილობენ დანამუსებას ისეთ თემაზე, სადაც დანამუსება საერთოდ არ არის რელევანტური.
მკვლელობა, წამება, არაადამიანური მოპყრობა - ეს იყო თქვენს მიერ ჩადენილი დანაშაულები და სისტემას ხელმძღვანელობდა სწორედ სააკაშვილი.
შეგახსენებთ სააკაშვილის ერთ-ერთ მეგობარს, იულია ტიმოშენკოს, რომელიც ციხიდან გამოვიდა კალიასკით, მანამდე იყო უამრავი სიმულაცია, ეტლით გამოვიდა და ეს იყო მისი პირველი და უკანასკნელი გამოჩენა ეტლით. მეორე დღეს წამოხტა ქალბატონი ტიმოშენკო ეტლიდან. რატომ? იყო მარტივი სიმულაცია.
რისთვისაც გინდათ მიხეილ სააკაშვილი თავისუფლებაზე, ეს არის ის, რომ ის არის თქვენი ბოლო იმედი, არიოთ ვითარება ჩვენს ქვეყანაში. - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.