"ოცნება" მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა მთლიანად ექიმებს აკისრებს

29.11.22 13:23
"ოცნება" მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა მთლიანად ექიმებს აკისრებს

"ქართული ოცნება" მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა მთლიანად ექიმებს აკისრებს. 

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ კონკრეტული პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნვა შესაბამისი უწყებების ფუნქციაა. 

სპეკულაციებზე, რა თქმა უნდა, კომენტარს არ გავაკეთებ, რაც შეეხება კონკრეტული პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის სასჯელაღსრულების დაწესებულებების და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებების ფუნქცია. აღარ არის საინტერესო, კომენტარი გავაკეთე"- აცხადებს კობახიძე. 

მსგავსი სიახლეები