"მშვიდობის ქალაქი" "სიცოცხლით სავსე ქალაქი"-ს ნაცვლად - კალაძემ საახალწლო სლოგანი შეცვალა
კახა კალაძემ საახალწლო სლოგანი - "სიცოცხლით სავსე ქალაქი", "მშვიდობის ქალაქი"-თ ჩაანაცვლა.
მერი მიზეზებე არ საუბრობს, ამბობს, მხოლოდ იმას, რომ "მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს":
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში დღეს ჩვენ გვაქვს სიმშვიდე და ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ინტერესები ყოველთვის იყოს დაცული, ქვეყანაში იყოს მშვიდობა და მოხდეს ეკონომიკური განვითარება", - თქვა კახა კალაძემ
ახალი საახალწლო სლოგანის, "მშვიდობის ქალაქის" - გამოჩენას, სოციალურ ქსელში მძიმე კრიტიკა მოჰყვა.