"ოცნებამ" რიტორიკა შეცვალა - მმართველი გუნდი სააკაშვილის დიაგნოზს ითხოვს

29.11.22 15:35
"ოცნებამ" რიტორიკა შეცვალა - მმართველი გუნდი სააკაშვილის დიაგნოზს ითხოვს

,,ქართულმა ოცნებამ" რიტორიკა შეცვალა და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესების დასამტკიცებლად დიაგნოზს ითხოვს. 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე, ამბობს, რომ ,,ქართულ ოცნებას არასდროს დაუწერია პოლიტიკური ქულები სხვის უბედურებაზე", ამიტომ საჭიროებენ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალურ შეფასებას, დიაგნოზს, რათა ადეკვატური მკურნალობა ჩაუტარდეს.

ვაცნობიერებ და კარგად გვესმის პატიმრის უფლებაც, გვესმის ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის საჭიროებაც, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი და როგორც ჩანს, იქ არის პრობლემები, ჩვენ გვაინტერესებს დიაგნოზი და გვაინტერესებს იმიტომ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. 

არასდროს სხვის უბედურებაზე ქულა არ დაგვიწერია და არასდროს არ გვიხარია ეს. განსხვავებით იმ პოლიტიკური გუნდისგან, რომლის სახელითაც განცხადებებს აკეთებს ბატონი ბოტკოველი - ამბობს  მიხეილ სარჯველაძე.

თანაგუნდელის მსგავსად, მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზი მოითხოვა ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემაც. მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პოლიტიკური ზეწოლის მასშტაბების მიუხედავად პასუხისმგებლობისგან არ გათავისუფლდება მიხეილ სააკაშვილი. 

რეალური დიაგნოზი არავის დაუდვია ჯერ. შემდეგ გამონახეს გამოსავალი და დემენცია, გონებრივი ჩამორჩენილობა და ასე შემდეგ. 

ამათ თუ უნდათ, რომ ქართულ კანონმდებლობას, რეალობას ეს ადამიანი ააშორონ და ასეთი პოლიტიკური ზეწოლით ვიღაცა გამოუშვან, ეს არ არის პოლიტიკური თემა - ამბობს მამუკა მდინარაძე. 

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა პარლამენტში დღეს დაპირისპირების საგანი  გახდა - ოპოზიცია პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლება მესამე პრეზიდენტს სიკვდილისთვის წირავს, ,,ოცნება" კი ისევ თავდასხმის რეჟიმშია.

 

მსგავსი სიახლეები