"უგულშემატკივრეთ ჩემს ჯანმრთელობას" - პოლიტიკაში ჩართვის ნებისმიერი აქტივობა სააკაშვილისთვის მიუღებელია
პრეზიდენტის გზავნილი "ვივა მედიდან" - მიხეილ სააკაშვილი თანაგუნდელებს მიმართავს და ამბობს, რომ ყველა პოლიტიკური აქტივობა მისთვის ახლა მიუღებელია.
"უგულშემატკივრეთ ჩემს ჯანმრთელობას" - ეს არის სააკაშვილის გზავნილი კლინიკიდან, რომელიც მისმა მეგობარმა და თანამებრძოლმა, ეკა ხერხეულიძემ, გამოიტანა.
დეპუტატი ამბობს, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა ახლაც კრიტიკულია და მისი მდგომარეობა ყოველ წუთიერად მძიმდება.
მიხეილ სააკაშვილს სურს პოლიტიკიდან დისტანცირება და აუცილებელია ყველამ, ვინც მას გულშემატკივრობს, უგულშემატკივროს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და სამკურნალოდ გაყვანას.
ნებისმიერი აქტივობა, რომელიც მოემსახურება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში ჩართულობას, პოლიტიკასთან დაკავშირებას, ნებისმიერი ასეთი მცდელობა მიხეილ სააკაშვილისთვის არის მიუღებელი.
ის სთხოვს ყველა გულშემატკივარს, უგულშემატკივროს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას და არა მის პოლიტიკაში ჩართულობას."- ამბობს ხერხეულიძე.
პოლიტიკური მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვენ სააკაშილის ადვოკატებიც:
"გვინდა, პოლიტიკოსების მხრისდან მორატორიუმი გამოცხადდეს. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, პოლიტიკურ პროცესებთან არ უნდა იქნეს გაიგივებული" - უთხრა "პირველებს" შალვა ხაჭაპურიძემ.
ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა შაბათს, 3 დეკემბერს, 15 საათზე ქართული ოცნების ოფისთან აქცია დააანონსა.