წითლიძე "ოცნებას" - თუ გგონიათ, რომ ყველაფერი ტყუილია, პირადად შედით სააკაშვილთან

29.11.22 15:21
წითლიძე "ოცნებას" - თუ გგონიათ, რომ ყველაფერი ტყუილია, პირადად შედით სააკაშვილთან

თუ გგონიათ, რომ ყველაფერი ტყუილია, პირადად შედით სააკაშვილთან - ასე მიმართა, "ქართული ოცნებას" დეპუტატმა ანა წითლიძემ. 

მისი თქმით, ხელისუფლებას არ აქვს უფლება, მესამე პრეზიდენტს სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება წაართვას: 

თქვენ არ გაქვთ უფლება, რომ ამ მრავალჭირგამოვლილ ქვეყანას კიდევ ერთხელ აკიდოთ უბედურება და პრეზიდენტის მკვლელობის ცოდვა. თქვენ არ გაქვთ უფლება, რომ ამ ცოდვით ატაროთ თაობები ამ ქვეყანაში.

მე ვუსმენდი პრეზიდენტთან დაკავშირებით თქვენს განცხადებებს, სადაც ამბობთ, რომ ეს ყველაფერი არის სპეკულიანტობა.

შედით პირადად პრეზიდენტ სააკაშვილთან, თუ გგონიათ, რომ ეს ყველაფერი არის ტყუილი, ნახეთ პირადად, დააკვირდით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და შემდეგ ჰკითხეთ საკუთარ თავს და სინდისს, ხართ თუ არა მზად, პასუხისმგებლობა აიღეთ მის ჯანმრთელობაზე“, - მიმართა ანი წითლიძემ უმრავლესობის წევრებს.

მსგავსი სიახლეები