ბოტკოველი ოცნებას: როგორ გგონიათ, სააკაშვილს რამე რომ დაემართოს, ეს მარტო ნაცმოძრაობის ტრაგედია იქნება და თქვენ იზეიმებთ?
როგორ გგონიათ, მიხეილ სააკაშვილს რამე რომ დაემართოს, ეს მარტო ნაცმოძრაობის ტრაგედია იქნება და თქვენ იზეიმებთ? - ასე მიმართა "ქართულ ოცნებას" "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, გიორგი ბოტკოველმა.
როგორც მან არლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ხალხი ძალიან კარგად ხედავს იმ რეალობას, რაც ქვეყანაში ხდება.
რას გულისხმობს ე.წ. თავმნჯდომარის გამოსვლა? ეს გულისხმობს ზიზღს, არა მარტო მიხეილ სააკაშვილის მიმართ, არამედ ამ ქვეყნის და ამ ქვეყნის განვითარების მიმართ.
საქართველოს ზიზღით ვერ კმაყოფილდებით და ჩვენს პარტნიორებს, ჩვენს მეგობრებს ებრძვით და მათ მიმართ ზიზღს გამოხატავთ.
ხალხი ძალიან კარგად ხედავს იმ რეალობას, რაც ქვეყანაში ხდება და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან დიდხანს არ გასტანს და იმ მთავარი თქვენი მიზნის განხორციელების უფლება არ მოგეცემათ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის მოსპობას უკავშირდება,“ - აცხადებს გიორგი ბოტკოველი.