ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატები ერთმანეთზე უინტელექტო, ოდიოზური და სამარცხვინოები არიან - კობახიძე

29.11.22 16:25
 ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატები  ერთმანეთზე უინტელექტო, ოდიოზური და სამარცხვინოები არიან - კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე "ნაციონალურ მოძრაობას" "გოიმურ“ პარტიას უწოდებს. მეტიც, ირაკლი კობახიძის თქმით,  ენმ-ის თავმჯდომარეობის მსურველი ყველა კანდიდატი „უინტელექტო, ოდიოზური და სამარცხვინოა“ პიროვნებაა. 

ნაცმოძრაობაში გრძელდება დაშლის პროცესი და პარტია სუსტდება თანდათანობით, რაც ძალიან კარგია ჩვენი პოლიტიკური სისტემის ჯანსაღი ფორმით განვითარებისთვის. სამი კანდიდატია ამ პოლიტიკურ პარტიაში და სამივე არის ერთმანეთზე უინტელექტო, ერთმანეთზე ოდიოზური და ერთმანეთზე სამარცხვინო. ვგულისხმობ ხაბეიშვილს, მელიას და მუმლაძეს.

საზოგადოება შეხედავს ამ ყველაფერს და ნახავს, თუ რამდენად გოიმურია თავისი არსით ის პოლიტიკური პარტია, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია და რამდენად უინტელექტოა ის შემადგენლობა, რომელიც ამ პოლიტიკურ პარტიას ხელმძღვანელობს“,- განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები