დაგჭირდებათ ჯადოსნური ჯოხი! - სააკაშვილის ადვოკატის პასუხი რატი ბრეგაძეს
"დაასახელოს ნორმა, მუხლი, რომლითაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მინისტრმა იხელმძღვანელა"- მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი რატი ბრეგაძის შეთავაზებას "ტვ პირველთან" პასუხობს.
საუბარია იუსტიციის მინისტრის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო სთავაზობს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი ჩამოიყვანოს და მკურნალობის პროცესში ჩართოს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მსგავს ნორმას არ იცნობს და არ ითვალისწინებს. გიშინწინდელი ექსპერტიზის დანიშვნისა არ იყოს, რომელი კანონით ხელმძღვანელობს ბატონი იუსტიციის მინისტრი, ჩემთვის გაუგებარია. დაასახელოს ნორმა მუხლი, რომლითაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში მან იხელმძღვანელა"- თქვა ხაჭაპურიძემ ბრეგაძის განცხადების საპასუხოდ.
ამასთან, შალვა ხაჭაპურიძემ "ტვ პირველის" ეთერში სკანდალური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ არსებობს საერტაშორისო დასკვნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა არ შეესაბამება თანემედროვე მოთხოვნებს და დადგენილია, რომ იქ არ შეიძლება პატიმარი მკურნალობდეს:
ექიმის ჩამოყვანა შეგვიძლია განვახორციელოთ ბებიის, ბაბუის და ასე შემდგომ... პატიმრის მიმართ, რომელიც მოთავსებულია სასჯელაღსრულების სისტემაში და რომელზეც ევროსაბჭოს შესაბამის კომიტეტს გაცემული აქვს 2021 წლის დეკემბერში დასკვნა და რომელიც ასახულია სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებაში, რასაც არ ვამბობდით, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, არამარტო საპატიმრო არ შეესაბამება თანემედროვე მოთხოვნებს და იქ არ შეიძლება პატიმარი მკურნალობდეს. ამ სისტემაში რომელი ექიმი უნდა ჩამოვიყვანოთ?! ექიმი კი არა, მაშინ ახალი, მრავალპროფილური კლინიკა უნდა ავაშენოთ, ახალი აპარატურა უნდა ჩამოვიტანოთ, ბოლო-ბოლო დავაკალიბროთ ეს აპარატურა რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში არ არის დაკალიბრებული.
სასამართლო პროცესებზე უამრავ ასეთ მაგალითს მოისმენს ბატონი რატი რა ჯოჯოხეთურ პირობებშია ჯანდაცვის სისტემა. ამას სჭრდება ჯადოსნური ჯოხი, თუ აქვს, მაშინ, პრემიერ-მინისტრად უნდა დაინიშნოს, და უშველოს ბედკრულ საქართველოს"- თავა ადვოკატმა.
შენიშვნა: ფოტო - ipn.ge