უნდა შევახსენოთ ყველას - რას ამბობს ბრეგაძე სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე
მინისტრი რატი ბრეგაძე ირწმუნება, რომ იუსტიციის სამინისტროს მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნის სამართლებრივი ბერკეტი არ გააჩნია.
"დღეს ხშირად ჟღერდება მკურნალობის მიზნით მსჯავრდებულ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნა. უნდა შევახსენოთ ყველას, რომ მჯსავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებაში და მსგავსი ტიპის მოთხოვნის სამართლებრივი ბერკეტი იუსტიციის სამინისტროს არ გააჩნია"- თქვა ბრეგაძემ.