თამაში პრეზიდენტის სიცოცხლით - "ოცნება" სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას არ აპირებს
ხელისუფლების პოლიტიკური ვერდიქტი მიხეილ სააკაშვილისთვის - "ოცნება" მესამე პრეზიდენტის არც საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას და არც სასჯელის გადავადებას აპირებს.
ეს განცდა დატოვა დღეს იუსტიციის მინისტრის განცხადებამ. რატი ბრეგაძე ალტერნატივად მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთიდან ნებისმიერი ექიმის ჩამოყვანას სთავაზობს.
სააკაშვილის გაუარესებული ჯანმრთელობის შესახებ ამბავს აღარც "ვივა მედში" მალავენ. კლინიკის ერთ-ერთი დირექტორი "პირველებთან" აღიარებს, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და არ არის გამორიცხული, უახლოეს მომავალში კიდევ უფრო დამძიმდეს.
ზურაბ ჩხაიძე მზად არის, პაციენტ სააკაშვილის შესახებ ჩვენება სასამართლოსაც მისცეს. მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია აქვს საქართველოს პატრიარქსაც. მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ "ვივა მედის" პალატაში ნანახს ილია მეორეს უყვება.
თამაში პრეზიდენტის სიცოცხლით - ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟი: