"სააკაშვილი გადასარჩენია!"- პოლიტიკური განცხადებები სესიაზე

29.11.22 19:00
"სააკაშვილი გადასარჩენია!"- პოლიტიკური განცხადებები სესიაზე

უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ მესამე პრეზიდენტს "ოცნება" ისევ თავს ესხმის. ივანიშვილის პოლიტიკურ მემკვიდრეებს ისევ არ სჯერათ, რომ  ქვეყნის მესამე პრეზიდენტი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა. სააკაშვილს სიმულაციაში ადანაშაულებენ და შედარებისთვის იულია ტიმოშენკოს შემთხვევას იხსენებენ.

"თუ არ გჯერათ თავად მოინახულეთ" - უთხრეს დღეს "ოცნებას" "ნაციონალური მოძრაობიდან". "მიხეილ სააკაშვილი გადასარჩენია" -  ოპოზიციის პოლიტიკური განცხადებების მთავარი  ხაზი დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში სწორედ ეს იყო.

ყველა,  ერთი მეორეს მიყოლებით, "ოცნებას" პრაქტიკულად მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებდა და ახსენებდა, რომ პასუხისმგებლობა ქვეყნის პრეზიდენტის  სიცოცხლეზე სწორედ მათ ეკისრებათ.

 

 

მსგავსი სიახლეები