მაღალჩინოსნების ჩხუბი ქუჩური წესებით - დამალული ამბის ახალი დეტალები
ხელისუფლების მაღალჩინოსნების ქუჩური გარჩევა - გავრცელებული ინფორმაციით ნაცემია ოზურგეთის ყოფილი გუბერნატორი და ამჟამად მოქმედი სამაშველო სამსახურის უფროსი.
არსებული ინფორმაციით, მერაბ ჭანუყვაძეს ფიზიკურად არჩილ თალაკვაძის საძმო გაუსწორდა. როგორც ცნობილია, დაპირისპირება ოზურგეთში ერთ-ერთ სუფრაზე დაიწყო. რამდენიმე დღეში ჭანუყვაძე გარჩევაზე დაიბარეს და სცემეს.
ე.წ. ქუჩურ რაზბორკაში ოზურგეთის მერის მოადგილის მეუღლეც მონაწილეობდა და ადგილობრივი მედიის ცნობით, სწორედ კოტე შევარდნაძის მიერ იყო ორგანიზებული ეს თავდასხმა.
კიდევ უფრო საინტერესოა პოლიციის როლი ოზურგეთში მომხდარ ე.წ რაზბორკაში. სამართალდამცველები ადგილზე მივიდნენ და აქვე მთავრდება ყველაფერი. საქმის აღძვრა ან ვინმეს გამოკითხვა არც კი უცდიათ.
ოზურგეთში ჩასულ "პირველებს" ადგილზე მდუმარე პოლიცია დახვდა. მომხდარზე არავინ საუბრობს, ერთდადერთი, რაც სამაშველო სამსახურიდან ინფორმაცია მოგვაწოდეს იყო ის, რომ არანაირ ჩხუბს და მათი უფროსის ცემის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.