"პუტინი ზამთარს ომის იარაღად იყენებს" - NATO უკრაინისთვის დახმარების გაზრდას გეგმავს
ბუქარესტში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის ომსა და პარტნიორებთან ურთიერთობების სამომავლო გაძლიერებაზე მსჯელობენ.
პუტინი ამ ომში მარცხს განივდის, ის უფრო დიდი სისასტიკით პასუხებს და სარაკეტო იერიშებით უტევს ქალაქებს, საავადმყოფოებს და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას"- თქვა იენს სტოლტენბერგმა.
საუბრის თემა უნდა იყოს საქართველოც. მინისტერიალზე იმყოფება საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.
"უნდა გაძლიერდეს ასპირანტი ქვეყნების მხარდაჭერა" - ეს განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა მინისტერიალის დაწყებამდე გააკეთა.
ბუქარესტში საქართველომ მიიღო დაპირება, რომ ქვეყანა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი გახდება.