უკრაინელების გადასარჩენად - აშშ უკრაინის ელექტროსისტემისთვის $53 მილიონი გამოყო

30.11.22 09:41
უკრაინელების გადასარჩენად - აშშ უკრაინის ელექტროსისტემისთვის $53 მილიონი გამოყო

აშშ-ის  დახმარება უკრაინას - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ომში მყოფი ქვეყნის ელექტროგადამცემი ქსელის აღჭურვილობის შესაძენად $53 მილიონი გამოყო. დახმარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც რუსეთმა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დააზიანა და მილიონობით ადამიანი გათბობის გარეშე დატოვა. 

"ეს აღჭურვილობა სასწრაფოდ გადაეცემა უკრაინას, რათა დაეხმაროს უკრაინელებს ზამთარში გადარჩენისთვის", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები