სკანდალი: სააკაშვილის ადვოკატის სახლში მოსასმენი აპარატურა იპოვეს
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების სახლში, სავარუდოდ, მოსასმენი აპარატურაა აღმოჩენილი. სკანდალური განცხადება შალვა ხაჭაპურიძემ რამდენიმე წუთის წინ "ტვ პირველთან" გააკეთა. სააკაშვილის უფლებამცველი ვარაუდობს, რომ მისი თვალთვალის ორგანიზება სუს-მა სააკაშვილის გამო დაგეგმა.
ხაჭაპურიძის ცნობით, თავდაპირველად მოსასმენი აპარატურა შემთხვევით სავარძელში, შემდეგ კი სახლის ფანჯარასთანაც და ასევე საკუთარ ავტომობილშიც ნახა.
იურისტი შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების დაწყებას სთხოვს. შალვა ხაჭაპურიძის სახლში გამომძიებლები, სავარაუდოდ, ცოტა ხანში გამოჩნდებიან.
პარალელელურად, ადვოკატები მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების მოთხოვნით შუამდგომლობას სამართლოში დღის ბოლომდე შეიტანენ.