სააკაშვილის დიაგნოზები სასჯელისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს

30.11.22 11:21
სააკაშვილის დიაგნოზები სასჯელისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს

ადვოკატები მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების მოთხოვნით სასამართლოს შუამდგომლობით დღეს, ან ხვალ მიმართავენ. შალვა ხაჭაპურიძე პირდაპირ ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის დიაგნოზებში არის ისეთი დაავადებაც, რომლებიც სასჯელისგან გათვაისუფლებას ითვალისწინებს. 

შუამდგომლობა გამზადდება. დღეს ან ხვალ მაქსიმუმ მივმართავთ სასამართლოს. გავეცანით წუხელის ამ დასკვნას და ჩვენ მოვითხოვთ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლებას, იმიტომ, რომ იქ არის ჩამონათვალი იმ მძიმე დაავადებების, რომლებიც ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით ითვალისწინებს სასჯელისგან გათავისუფლებას.  დაახლოებით არის სამი დაავადება, თუმცა ალტერნატიული სახით დავაყენებთ სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებას. შუამდგომლობაში იქნება ორივე მითითებული. ამის პრაქტიკა სასამართლოში არსებობს. არ გამოვრიცხავთ, სასამართლო პროცესების მიმდინარეობისასა გასაჯაროვდეს ზსენებული  სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, - თქვა ადვოკატმა

ხაჭაპურიძის თქმით, ამერიკელი ექსპეტები ღიად ამბობენ, რომ თუ ბრალდებული პრეზიდენტი მკურნალობას საზღვარგარეთ მესამე დონის კლინიკებში არ გაივლის, ეს მიხეილ სააკაშვილის სიკვდილს გამოიწვევს. 

ამერიკელმა ექსპერტებმა ჩაწერეს, რომ იმ შემთხვევაში თუ მას არ ჩაუტარდება საერთაშორისო  კლინიკებში, როგორიცაა აშშ-ის მესამე დონის კლინიკები ან ევროპის წამყვან საუნივერსიტეტო კლინიკებში მკურნალობა, შესაძლებელია დადგე მიხეილ სააკაშილის სიკვდილი. უამრავი მაგალითები არსებობს საქარტელოში და მათ შორის, პოლიტიკოსების და სხვა გამოჩენილი ადამიანების, რომლებიც სამკურნალოდ მიჰყავთ საზღვარგარეთ. ისმევა მარტივი კითხვა: რატომ მიდიან ეს ადამიანები სამკურნალოდ საზღვარგარეთ თუ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა არის მოწოდების სიმღალეზე, - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ. 
 

მსგავსი სიახლეები