სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი სპეკულაციაა - ვოლსკი

30.11.22 11:48
სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი სპეკულაციაა -  ვოლსკი

პარლამენტის ვიცე სპიკერი, გიორგი ვოლსკიმ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის და სასჯელისგან გათავისუფლების საკითხს სპეკულაციად მიიჩნევს.

მმართველი გუნდის წევრი ირწმუნება, რომ მესამე პრეზიდენტს საქართველოში ჩამოსვლას და შემდეგ თვითდაზიანებების მიყენებას თანამოაზრეები ურჩევდნენ. 

წარმოადგენს თუ არა სააკაშვილი იმ პატიმარს, რომელიც უნდა გადაყვანილი იქნეს სამკურნალოდ, ან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, გათავისუფლებული იქნეს პატიმრობიდან, რასაკვირველა, ეს სპეკულაციის თემაა და სხვა არაფერი.

პარტიის ლიდერი მელია აცხადებდა კიდეც, რომ მის ადგილას რომ იყოს, აუცილებალდ ჩამოვიდოდა და ჩაუდგებოდა რევოლუციას სათავეში. შემდეგ გავიხსენოთ ნიკა გვარამაის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია შიმშილობა და შიმშილობის შეწყვეტა ჩაითვლება კაპიტულაციად და უკან დახევად და საერთოდ, ამუნათებდა სააკაშვილს, რომ სწორედაც თვითდაზიანება უნდა მიეყენებინა, -  თქვა ვოლსკიმ. 

მსგავსი სიახლეები