"ბოდიში, სახლში ვერ გავუშვებთ" - ბექა დავითულიანი სააკაშვილზე
"ქართული ოცნების" წევრი, ბექა დავითულიანი, მიხეილ სააკაშვილს ურჩევს, პალატაში სახელმწიფო ექსპერტები შეუშვას. მმართველი გუნდის წევრი ამბობს, რომ ხელისუფლება მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად ყველაფერს აკეთებს, თუმცა სახლში ვერ გაუშვებენ.
თუ სააკაშვილი ექსპერტიზაზე ამბობს უარს, რეალურად, მისი ჯანმრთელობა როგორ მდგომარეობაშია, ამას ვერ გავარკვევთ. ამიტომ პირველი, რაც უნდა ქნას, უნდა შეუშვას ექსპერტები იმისთვის, რომ შეამოწმონ, როგორი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ციხის საავადმყოფოშიც კი არ მკურნალობს. მეტი რა უნდა ვქნათ? სახლში, ბოდიში, ვერ უშვებს სასამართლო ჯერ, - ამბობს ბექა დავითულიანი.