დაპირისპირება ომბუდსმენის თემაზე - ხელისუფლება და ოპოზიცია ისევ ვერ თანხმდება
დაპირისპირება ომბუდსმენის არჩევის ირგვლივ - გადამწყვეტ კონსულტაციებს, რომელზეც ახალი სახალხო დამცველი უნდა აირჩიონ, ერთადერთი ოპოზიციური პარტია, "სტრატეგეია აღმაშენებელი" არ ესწრება. ამის მიზეზად ოპოზიციის წევრები "ქართული ოცნების" ფაქტორს ასახელებენ, რომელიც საბოლოო ჯამში, მაინც საკუთარ ინტერესებზე მორგებულ გადაწყვეტილებას მიიღებს.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ბოიკოტის გამო ხელისუფლება გიორგი ვაშაძის პარტიას უკვე რამდენიმე დღეა აკრიტიკებს და მას ქვეყნის საზიანო გადაწყვეტილებაში ადანაშაულებს.
გიორგი ვაშაძე „სტრატეგია აღმაშენებლი“ დაკავებულია შოუს მოწყობით. ძალიან მდარე ხარისხის შოუს სთავაზობს განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ჩვენს საზოგადოებას. ვაშაძეზე როდესაც ვსაუბრობთ, იქვე უნდა ვსაუბროდეთ საცირკო წარმოდგენაზე. ბატონი ვაშაძე წარსულში იყო ადეიშვილის მოადგილე და დაკავებული იყო იმით, რითაც მწამებელი ადეიშვილი იყო დაკავებული. ახლა განაცხადა, რომ თურმე უნდა დაკავდეს ე.წ. „ტროიკასთან“ ერთად. ერთი არის, ზურა ჯაფარიძე და მან დაადასტურა, რომ ეს იდეა მას ეკუთვნის და არავინ უნდა შეეცილოს უკანალის ჩვენებაში ოკუპანტებისთვის, - ამბობს ალუდა ღუდუშაური.
მმართველი გუნდის ბრალდებებს დღეს "სტრატეგია აღმაშენებელმაც უპასუხა. მათი თქმით, "ოცნება" მათ არა ომბუდსმენის პროცესში მონაწილეობის არმიღების გამო აკრიტიკებს, არამედ იმ მხილებებსი გამო, რომელიც მმართელი გუნდის რუსულ კავშირებს ეხება.
ქოცური პატრიოტიზმი არის ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმა. ალუდა ღუდუშაური მე, საერთოდ, ლიტერატურული პერსონაჟი მეგონა რომ გავიგე თავიდან და დავგუგლე და საერთოდ ვერ გავიგე ვინ იყო მანამდე, სანამ პარლამენტსი წევრი გახდებოდა. ალუდა ღუდუშაური ორცა აკრიტიკებს ვაშაძეს, უნდა ვნახოთ, ვის რა გაუკეთებია. ხალხო, ეს არ არის იმის გამო, რომ ომბუდსმენის პროცესშ არ მონაწილეობს „სტრატიგია აღმაშენებლი. ეს ხდება იმის გამო, რომ „სტრატეგია აღმაშნებელი“ ამხელს ყოველდღიურტად რაშიც რუსეტთან ერთად მონაწილეობს „ქართული ოცნება“, - თქვა პაატა მანჯგალაძემ.