სააკაშვილის ციხეში დატოვებით "ოცნება" ხელს მის სიკვდილს მოაწერს - ხაბეიშვილი გეგმებს არ ცვლის
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი, ნიკა მელიას განცხადებას "ტვ პირველთან" აფასებს. ამბობს, რომ კონკურენტის გზავნილის შეფასებაში ვერ შევა, თუმცა უხარია, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე ენმ-ს მოქმედ თავმჯდომარეს იხილავს.
რაც შეეხება ექსპრეზიდენტის სასამართლო პროცესს, ხაბეიშვილის თქმით, "ქართულ ოცნებას" ორი არჩევანი აქვს - გაუშვას მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ, ან ხელი მოაწეროს პრეზიდენტის სიკვდილს.
არ ვიცი, ამ განცხადების შეფასებაში რამდენად უნდა შევიდე, რაც გავიგე, არის ის, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას აპირებს, რაც ძალიან კარგია და მივესალმები. ეს იქნება აქცია, სადაც ადამიანები პრეზიდენტს სოლიდარობას გამოუცხადებენ. იცით, რომ ჩვენ სასამართლო პროცესს ველოდებით, სადაც უნდა გაირკვეს, პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანის, ანუ გადარჩენის ამბავი. აქ დატოვებით, "ქართული ოცნება" მის სიკვდილს ხელს მოაწერს. ეს ორი არჩევანი აქვს დღეს ხელისუფლებას.
ირკვევა, რომ შაბათს დაგეგმილი აქცია პარტიის მოქმედ თავმჯდომარესთან შეთანხმებული არ იყო.
საქართველოს მოქალაქეები, ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრები გააპროტესტებენ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებას და მოითხოვენ მის საზღვარგარეთ გადაყვანას"- თქვა მან.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა 3 დეკემბერს 15:00 საათზე „ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია დაანონსა.
მისი თქმით, აქციის მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა იქნება.
გვიან ღამით განცხადება გაავრცელა ენმ-ს მოქმედმა თავმჯდომარემ და თქვა, რომ იქნება ყველგან, სადაც სააკაშვილის თავისუფლებას ითხოვენ.
აქვე, მელია ამბობს, რომ სრულიად იზიარებს მიხეილ სააკაშვილისა და მისი უფლებადამცველების პოზიციას სასამართლო გადაწყვეტილებამდე პროცესის დეპოლიტიზაციის თაობაზე.
სამწუხაროდ, ჩვენი მეგობრების ნაწილი კვლავაც განკერძოებულად ცდილობს ნაბიჯების გადადგმას, რაც არ ემსახურება არც საერთო მიზნის ირგვლივ კონსოლიდაციას და შესაბამისად - არც შედეგს"- თქვა მელიამ.