არ გამოვრიცხავთ, თავშესაფარი ვთხოვოთ ნებისმიერ სახელმწიფოს - ზაზა გახელაძის ცოლი

28.04.21 10:46
არ გამოვრიცხავთ, თავშესაფარი ვთხოვოთ ნებისმიერ სახელმწიფოს - ზაზა გახელაძის ცოლი

ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახი პოლიტიკური თავშესაფარის მოთხოვნას არ გამორიცხავს.

არ ვაპირებთ გაჩერებას, მოთმინება ამოგვეწურა.  გვინდა, შევხდებით პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერს, აქედან დაიწყებთ შეხვედრებს, გავივლით ყველა იმ ინსტანციას. არაა გამორიცხული, რომ თავშესაფარი ვთხოვოთ ნებისმიერ სახელმწიფოს"- უთხრა მედიას გახელაძის ცოლმა, ირმა ბუთხუზმა.

33 წლის ზაზა გახელაძე დაახლოებით ერთი წლის წინ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს, ის ჯერ დაჭრეს და მერე გაიტაცეს. ხელისუფლებას ამ დრომდე ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამს.