ალუდა ღუდუშაური ლიტერატურული პერსონაჟი მეგონა და დავგუგლე - პაატა მანჯგალაძე

30.11.22 12:32
ალუდა ღუდუშაური ლიტერატურული პერსონაჟი მეგონა და დავგუგლე - პაატა მანჯგალაძე

ალუდა ღუდუშაური vs გიორგი ვაშაძე - "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, პაატა მანჯგალაძე, ალუდა ღუდუშაურს პარტიის ლიდერის გაკრიტიკების გამო საყვედურობს. ოპოზიციის წევრს აინტერესებს, რას წარმოადგენდა ხელისუფლებაში მოსვლამდე ალუდა ღუდუშაური. 

ქოცური პატრიოტიზმი არის ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმა. ალუდა ღუდუშაური მე, საერთოდ, ლიტერატურული პერსონაჟი მეგონა რომ გავიგე თავიდან და დავგუგლე და საერთოდ ვერ გავიგე, ვინ იყო მანამდე, სანამ პარლამენტის წევრი გახდებოდა.

ალუდა ღუდუშაური როცა აკრიტიკებს ვაშაძეს, უნდა ვნახოთ, ვის რა გაუკეთებია. ხალხო, ეს არ არის იმის გამო, რომ ომბუდსმენის პროცესში არ მონაწილეობს „სტრატიგია აღმაშენებლი. ეს ხდება იმის გამო, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ ამხელს ყოველდღიურად იმას,  რაშიც რუსეთთან ერთად მონაწილეობს „ქართული ოცნება“, - თქვა პაატა მანჯგალაძემ.

 შეგახსენებთ, რომ ომბუდსმენის შერჩევის პროცესში მონაწილეობაზე უარის გამო "ქართული ოცნება" "სტრატეგია აღმაშენებელს" უკვე რამდეინმე დღეა, აკრიტიკებს. 

მსგავსი სიახლეები