სამწუხაროა, რომ "ტვ პირველს" უფრო მეტი არ დაეკისრა - კალაძის ადვოკატი
დაკვეთა შესრულებულია - კახა კალაძემ სასამართლოს ხელით თავისუფალ მედიას ომი გამუცხადა.
მოსამართლე ზაალ მარუაშვილმა „ტვ პირველის“ წამყვანს მაია მამულაშვილს კახი კალაძისთვის 15 ათასი ლარის გადახდა დააკისირა და ინფორმაციის საჯაროდ უარყოფა მოსთხოვა.
კახა კალაძის ადვოკატი მოსამართლის გადაწყვეტილებით კმაყოფილია.
დიმიტრი გაბუნია ამბობს, რომ დამოუკიდებელი ტელევიზიისთის უფრო მეტის დაკისრებაც შეიძლებოდა.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრეცენდენტი, როდესაც ადამიანი თავისი უფლებების დასაცავად მიდის სასამართლოში და სასამართლოს წარუდგენს მტკიცებულებებს. მე ვარ ძალიან კმაყოფილი. დადასტურდა ჩვენი ვარაუდები, რომ არანაირი დოკუმენტაცია არ არსებობდა და ეს იყო ცრუ და ტყუილი ინფორმაცია. რაც შეეხება მორალურ ზიანს, 15 ათასი ლარი, მერწმუნეთ, საკმაოდ ნორმალური ანაზღაურებაა და სამწუხაროა, რომ უფრო მეტი არ დაეკისრა“. - ამბობს გაბუნია.
კახა კალაძე მორალური ზიანისთვის 100 ათას ლარს ითხოვდა.
თბილისის მერი "ტვ პირველის" წამყვანს პირდაპირ ეთერში ნათქვამი ფრაზის გამო ედავებოდა.
საქმე ტენდერებს და სავარაუდო კორუფციულ გარიგებას ეხება.